“ილია თოფურიას ბოლო პოსტი მეუღლესთან, ჯორჯინა უზკატეგუისთან, დაშორების ნიშნებს გვაძლევს” – წერს საერთაშორისო სპორტული მედია.სტატიაში ვკითხულობთ: ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის დივიზიონს უდავოდ მართავს. დაუმარცხებელმა, 17-0-ზე რეკორდის მქონე მეფემ მსოფლიო შოკში ჩააგდო, როდესაც 2024 წლის თებერვალში ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი მოიპოვა. მან ამით ვოლკის ოთხწლიანი მეფობა დაასრულა.
რვა თვის შემდეგ, UFC 308-ზე, მან მესამე რაუნდში მაქს ჰოლოვეი დაანოკაუტა და აბუ დაბიში შეკრებილი 20,000 გულშემატკივარი გააჩუმა. მისი მესამე ბრძოლა ჩარლზ ოლივეირას დამაჯერებელი ნოკაუტი UFC 317-ზე -ამტკიცებს, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო, თუ არა საუკეთესო მებრძოლია UFC-ში. თოფურიას ყოფილ ჩემპიონებთან ანგარიში 3-0-ზეა და მისი მმართველობა გრძელდება.
მის ყველა გამარჯვებას განსაკუთრებულ ელფერს სძენდა ის, რომ მის გვერდით, რინგის გარშემო, ყოველთვის იყო მისი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუი, რომელიც ქმრის წარმატებას ილიას ვაჟთან ერთად ზეიმობდა. ჯორჯინა წლების განმავლობაში მისი საყრდენი იყო, მაგრამ ბოლო დროს გაჩენილი მინიშნებები გვაფიქრებინებს, რომ წყვილი, შესაძლოა, დაშორდა.
დაშორდნენ თუ არა ილია თოფურია და ჯორჯინა?
ეს ამბავი ოქტომბერში დაიწყო. ჯორჯინამ ინსტაგრამზე პოსტი გააზიარა, სადაც ეწერა: “დედის ნამდვილი სუპერძალა საფრთხის შეგრძნება კი არ არის, არამედ სამყაროს შექმნა, სადაც მის ქალიშვილს შეუძლია გაიზარდოს მამაცად, თავისუფლად და უშიშრად” – დაწერა თოფურიას მეუღლემ.
ამ პოსტზე არც თოფურიას და არც ჯორჯინას კომენტარი არ გაუკეთებიათ. თუმცა, როგორც ჩანს, ქალმა დედის როლს მიანიჭა პრიორიტეტი და ახლა ფიქრისა და გადაფასების ფაზას გადის. ამასთან, ჯორჯინამ წაშალა ყველა ერთობლივი პოსტი თოფურიასთან და ინსტაგრამზე მისი გამოწერაც გააუქმა.
თოფურიას ბოლო პოსტი განშორებაზე მინიშნებაა
თუმცა თოფურია ჯერ კიდევ მიჰყვება თავის მეუღლეს, მისმა ბოლო პოსტმა ინსტაგრამზე დაშორების ეჭვი გააჩინა. მრავალ ფოტოს შორის, ბოლო სლაიდზე, მან ხელით დაწერილი ჩანაწერი გააზიარა, სადაც ეწერა: “ჩემი პრობლემა ის იყო, რომ მინდოდა მწვერვალზე წამეყვანა ადამიანები, რომლებსაც არც კი უნდოდათ ჩემი მწვერვალზე ნახვა”.
პოსტს ახლდა სტივ მარაბოლის ციტატა: “ვისაც მადლიერების უნარი შესწევს, მათ სიდიადის მიღწევის უნარიც აქვთ”.
მიუხედავად იმისა, რომ არც თოფურიას და არც მის მეუღლეს დაშორების შესახებ ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ, მათი ბოლო პოსტები იმაზე მიუთითებს, რომ ორივე საკუთარ მიზნებსა და მიღწევებზე ამახვილებს ყურადღებას. თოფურიას პოსტი, სავარაუდოდ, საყვარელი ადამიანის მხრიდან გარკვეულ იმედგაცრუებაზე მიანიშნებს. ეს შეიძლება იყოს მისი მეუღლე ან სხვა ვინმე.
