გიორგი მამარდაშვილი „არქის“ მასშტაბური პროექტის – „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი გახდა

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი­სა და „ლი­ვერ­პუ­ლის“ მე­კა­რე, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი, „არ­ქის“ მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტის – Grand Avenue-ს ინ­ვეს­ტო­რი და ბიზ­ნეს პარტნი­ო­რი გახ­და. ახა­ლი ინ­ვეს­ტო­რი პრო­ექ­ტში ფი­ნან­სურ ინ­ვეს­ტი­ცი­ას თა­ვი­სი წი­ლის პრო­პორ­ცი­უ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

„ეს ჩემი პირ­ვე­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­აა და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია. ვინც შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბა მო­მა­ვალ­ში, ყვე­ლა ია­მა­ყებს „გრანდ ავე­ნი­უს“ პრო­ექ­ტით. აქ ნამ­დვი­ლი ქა­ლა­ქის ახა­ლი ცენ­ტრი იქ­მნე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ერ­თად დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევთ“, – აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი.

„არ­ქი­ში“ აცხა­დე­ბენ, რომ ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს პრო­ექ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბას: „გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი არამ­ხო­ლოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნია, არა­მედ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბის და პროგ­რე­სის ერ­თგვა­რი სიმ­ბო­ლოა. სწო­რედ ამი­ტომ, მას­თან ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რო­ბა ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია,“ – აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში.

დე­ვე­ლო­პე­რულ­მა კომ­პა­ნი­ამ „გრანდ ავე­ნიუ“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას 20 სექ­ტემ­ბერს წა­რუდ­გი­ნა. ეს „არ­ქის“ ახა­ლი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც და­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე, დი­ნა­მოს სტა­დი­ონ­თან ახ­ლოს, „ქა­ლა­ქი ქა­ლაქ­ში“ კონ­ცეფ­ცი­ით შენ­დე­ბა. ბინა „გრანდ ავე­ნი­უ­ზე“, ქა­ლა­ქის ახალ ცენ­ტრში, კომ­პა­ნი­ის­თვის ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნად პრო­ექ­ტად იქცა და 5 სა­ათ­ში 644 ბინა გა­ი­ყი­და, რაც „არ­ქის­თვის“ ახა­ლი რე­კორ­დია.

პრო­ექ­ტი თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბით იქ­მნე­ბა; გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა ლან­დშაფ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მრა­ვალ­ფე­რო­ვან შიდა ინფრას­ტრუქ­ტუ­რას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტე­რი­ტო­რი­ის 75%-ზე რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნე­ბია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, რაც თბი­ლი­სის­თვის უპ­რე­ცე­დენ­ტოა.

Grand Avenue მიზ­ნად ისა­ხავს თბი­ლი­სის ამ ნა­წი­ლის გარ­დაქ­მნას თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის ქა­ლა­ქის ცენ­ტრად, სა­დაც იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი კომ­ფორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის, მუ­შა­ო­ბი­სა და გან­ტვირ­თვის­თვის.

ვი­დე­ოს სა­ნა­ხა­ვად ეწ­ვი­ეთ ბმულს: https://bit.ly/3XgPoQc

Share via
Copy link