კონგრესმენები საქართველოსთან დაკავშირებით მარკო რუბიოს მიმართავენ – რა წერია ტექსტში

ამე­რი­კელ­მა კონ­გრეს­მე­ნებ­მა სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან მარ­კო რუ­ბი­ოს ორ­პარ­ტი­უ­ლი წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნეს, რო­მელ­შიც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მო­უ­წო­დე­ბენ, და­იც­ვას აშშ-ის ყო­ფი­ლი პერ­სო­ნა­ლი, რომ­ლე­ბიც, სა­ქარ­თვე­ლო­ში ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი რი­ტო­რი­კის ზრდის ფონ­ზე, ქარ­თვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის უსა­მარ­თლო სა­მიზ­ნე­ე­ბი არი­ან, – ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კო­მი­ტე­ტის პრეს­რე­ლიზ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

  • წე­რილ­ში კა­ნონ­მდებ­ლე­ბი მო­უ­წო­დე­ბენ მდი­ვან რუ­ბი­ოს, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან მი­ი­ღოს გა­რან­ტი­ე­ბი, რომ აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) სა­გა­რეო სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და აშშ-ის მიერ და­საქ­მე­ბუ­ლი სხვა პერ­სო­ნა­ლი არ იქ­ნე­ბი­ან ცი­ლის­წა­მე­ბის ან მი­ზან­ში ამო­ღე­ბის მსხვერ­პლნი. ისი­ნი ასე­ვე მო­ი­თხო­ვენ, რომ სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა მკაც­რად უპა­სუ­ხოს სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ სა­შიშ სიც­რუ­ეს, რა­მაც აშშ-ის ყო­ფი­ლი პერ­სო­ნა­ლი საფრ­თხე­ში ჩა­აგ­დო“.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­ერ­თხელ გა­მო­ა­ცხა­და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნის სურ­ვი­ლი, თუმ­ცა მათი ქმე­დე­ბე­ბი და გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­პი­რის­პი­რო­ზე მი­უ­თი­თებს, მო­გი­წო­დებთ, მო­ი­თხო­ვოთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­გან გა­რან­ტი­ე­ბი, რომ აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) სა­გა­რეო სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და აშშ-ის მიერ და­საქ­მე­ბუ­ლი სხვა პერ­სო­ნა­ლი არ იქ­ნე­ბი­ან ცი­ლის­წა­მე­ბის ობი­ექ­ტე­ბი ან თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნე­ე­ბი“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

ამე­რი­კე­ლი კა­ნონ­მდებ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ „1-ელ ოქ­ტომ­ბერს მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ აშშ-ის მთავ­რო­ბა რე­ვო­ლუ­ცი­ის წა­ქე­ზე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა სა­გა­რეო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­დახ­დით“.

„ეს სი­ნამ­დვი­ლე­ში იყო სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის (პენ­სი­ის) ანა­ზღა­უ­რე­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო აშშ-ის პერ­სო­ნა­ლის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ. მის კო­მენ­ტა­რებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც იზი­ა­რე­ბენ. ეს არას­წო­რი და­ხა­სი­ა­თე­ბა სა­გა­რეო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს საფრ­თხე­ში აგ­დებს. გან­ცხა­დე­ბე­ბი ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­ნა­ცე­მებს წარ­მო­ად­გენს: „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არ ავ­ლებს სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ზრახ­ვას შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის კუ­თხით“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ად­გი­ლობ­რივ პერ­სო­ნალ­ზე, რათა შე­ას­რუ­ლონ სა­მუ­შაო აშშ-ის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი­სა და სა­ა­გენ­ტო­ე­ბის მი­თი­თე­ბე­ბით.

“თუ ჩვენ არ და­ვი­ცავთ პერ­სო­ნალს უცხო ქვეყ­ნის მთავ­რო­ბის თავ­დას­ხმე­ბის­გან, ეს შე­ზღუ­დავს ჩვენს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, და­ვა­საქ­მოთ პერ­სო­ნა­ლი და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პო­ლი­ტი­კა მთელ მსოფ­ლი­ო­ში. მო­გი­წო­დებთ, დაგ­მოთ ეს თავ­დას­ხმე­ბი და უზ­რუნ­ველ­ყოთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა ძლი­ე­რად უპა­სუ­ხოს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხე­ლით მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნა­ლის მი­ზან­ში ამო­ღე­ბას, სა­დაც არ უნდა მოხ­დეს ეს“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

წე­რილს ხელს აწე­რენ აშშ-ის სე­ნა­ტო­რე­ბი : ჯინ შა­ჰი­ნი (დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია), სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის წევ­რი, რო­ჯერ უი­კე­რი (რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია), ჯონ კერ­ტი­სი (რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია) და შელ­დონ უა­ი­თ­ჰა­უ­სი (დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია) და ასე­ვე კონ­გრეს­მე­ნე­ბი ჯო უილ­სო­ნი (რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია) და სტივ კო­ე­ნი (დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია).

Share via
Copy link