თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა განახლდა

სექ­ტემ­ბერ­ში, საქსტა­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, ეკო­ნო­მი­კურ­მა ზრდამ 6.4% შე­ად­გი­ნა. შე­დე­გად, მე­სა­მე კვარტლის სა­შუ­ა­ლო ზრდა 6.5%-ით გა­ნი­სა­ზღვრა, ხოლო ცხრა თვე­ში ზრდა 7.7%-ია. წლის და­სა­წყი­სის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბოლო პე­რი­ოდ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის შე­ფა­სე­ბა გრძელ­ვა­დი­ა­ნი ტენ­დენ­ცი­ის ირ­გვლივ ნორ­მა­ლი­ზე­ბის ჩვენს სა­ბა­ზო სცე­ნარ­თან თან­ხვედ­რა­შია. თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლის პროგ­ნო­ზით, 2025 წელს ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა 7.3%-ს გა­უ­ტოლ­დე­ბა.

შიდა ფაქ­ტო­რე­ბის მხრივ, საკ­რე­დი­ტო და­ბან­დე­ბა მა­ღა­ლია, თუმ­ცა ზრდის ტემ­პი შე­და­რე­ბით იკ­ლებს და, სექ­ტემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, 13.4%-ს შე­ად­გენს. წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის მა­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, 8.2%-მდე შემ­ცი­რე­ბუ­ლია რე­ა­ლუ­რი დაკ­რე­დი­ტე­ბის ზრდის ტემ­პიც. ამავდრო­უ­ლად, ნა­ერ­თი ბი­უ­ჯე­ტის სე­ზო­ნუ­რად შეს­წო­რე­ბუ­ლი კუ­მუ­ლა­ტი­უ­რი დე­ფი­ცი­ტი სექ­ტემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით მშპ-ის 0.5% იყო, რაც ფის­კა­ლურ კონ­სო­ლი­და­ცი­ა­ზე მი­უ­თი­თებს. შე­და­რე­ბის­თვის, 2022-2024 წლებ­ში დე­ფი­ცი­ტი სა­შუ­ა­ლოდ 2.3%-ს შე­ად­გენ­და. კვლავ შემ­ცირ­და მთავ­რო­ბის ვალი, რო­მელ­მაც მშპ-ის 35.2%-ს მი­აღ­წია. მათ შო­რის, სა­გა­რეო ვალ­ზე მშპ-ის 24.1% მო­დი­ო­და. ამას­თან, უახ­ლე­სი ინ­დი­კა­ტო­რე­ბის თა­ნახ­მად, სექ­ტემ­ბერ­ში წლი­ურ ჭრილ­ში მცი­რე­დი შე­ნე­ლე­ბის შემ­დეგ, ჯა­მუ­რი უნაღ­დო და­ნა­ხარ­ჯე­ბი ოქ­ტომ­ბერ­ში კვლავ გა­ი­ზარ­და, ხოლო მიგ­რან­ტე­ბის ხარ­ჯვა მეტ­წი­ლად უც­ვლელ დო­ნე­ზეა.

სა­გა­რეო ფაქ­ტო­რე­ბის კუ­თხით, ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის წლი­უ­რი ზრდის ტემ­პი სექ­ტემ­ბერ­ში 13.7%-მდე აჩ­ქარ­და. გზავ­ნი­ლე­ბის ძი­რი­თა­დი წყა­რო კვლავ ევ­რო­კავ­ში­რი და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბია, რომ­ლებ­ზეც ჯა­მუ­რი გად­მო­რი­ცხვე­ბის 66% მო­დის. ტუ­რიზ­მი­დან შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდამ მე­სა­მე კვარ­ტალ­ში წლი­უ­რად 6.6% შე­ად­გი­ნა, ხოლო ცხრა თვე­ში – 5.1%. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტუ­რიზ­მის მხრივ გა­აქ­ტი­ურ­და ნაკ­ლე­ბად ტრა­დი­ცი­უ­ლი ბაზ­რე­ბი, რაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ტუ­რის­ტე­ბის მზარდ რა­ო­დე­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა ისე­თი ქვეყ­ნე­ბი­დან რო­გო­რე­ბი­ცაა ჩი­ნე­თი, ინ­დო­ე­თი და უზ­ბე­კე­თი. სა­პი­რის­პი­როდ, ტრა­დი­ცი­უ­ლი ბაზ­რე­ბის ტენ­დენ­ცი­ე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. კერ­ძოდ, ტუ­რიზ­მი­დან შე­მო­სავ­ლე­ბი გაზ­რდი­ლია ევ­რო­კავ­ში­რი­დან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან და, გან­სა­კუთ­რე­ბით, ის­რა­ე­ლი­დან, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი ქვეყ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დიდ­წი­ლად უც­ვლე­ლია, გარ­და რუ­სე­თი­სა, სა­ი­და­ნაც კლე­ბა ფიქ­სირ­დე­ბა ვი­ზი­ტო­რე­ბის გაზ­რდი­ლი რი­ცხვის მი­უ­ხე­და­ვად. გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ტენ­დენ­ცია ნარ­ჩუნ­დე­ბა თი­ბი­სის არ­ხებ­ში არა­რე­ზი­დენ­ტე­ბის და­ნა­ხარ­ჯე­ბის კუ­თხი­თაც, თუმ­ცა ოქ­ტომ­ბერ­ში წლი­უ­რი ზრდის მცი­რე­დი შე­ნე­ლე­ბაც შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქონ­ლით სა­გა­რეო ვაჭ­რო­ბას, ექ­სპორ­ტი სექ­ტემ­ბერ­ში წლი­უ­რად 14.2%-ით გა­ი­ზარ­და, იმ­პორ­ტი კი თით­ქმის უც­ვლე­ლი იყო (-0.3%). მიმ­დი­ნა­რე წლის ცხრა თვე­ში ექ­სპორ­ტი 7.7%-ით გა­ი­ზარ­და, ხოლო იმ­პორ­ტი – 4.3%-ით. ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რე-ექ­სპორ­ტმა ექ­სპორ­ტის ჯა­მურ ზრდა­ში 5 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტის – სხვაგ­ვა­რად, 65%-ის – წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. ამავდრო­უ­ლად, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის კონ­ტრი­ბუ­ცია ექ­სპორ­ტის ზრდა­ში ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უარ­ყო­ფი­თია, რის სა­პირ­წო­ნე­დაც გაზ­რდი­ლია ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­სპორ­ტის ისე­თი კა­ტე­გო­რი­ე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ძვირ­ფა­სი მე­ტა­ლე­ბის მად­ნე­ბი, ცო­ცხა­ლი ცხო­ვე­ლე­ბი, თხი­ლე­უ­ლი, ფერო-შე­ნად­ნო­ბე­ბი, ღვი­ნო და სხვა. იმ­პორ­ტის მხრივ, სწო­რედ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორ­ტის თით­ქმის 31%-იანი შემ­ცი­რე­ბა იყო სექ­ტემ­ბერ­ში ჯა­მუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლის შე­სუს­ტე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, მა­შინ, რო­დე­საც სხვა კა­ტე­გო­რი­ებ­ში მეტ­წი­ლად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და­ფიქ­სირ­და. უფრო მსხვი­ლი კა­ტე­გო­რი­ე­ბის კუ­თხით, მიმ­დი­ნა­რე წელს, გან­სა­კუთ­რე­ბით პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, იმ­პორ­ტის შე­სუს­ტე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი სა­ინ­ვეს­ტი­ციო იმ­პორ­ტის შემ­ცი­რე­ბაა, სა­მომ­ხმა­რებ­ლო და შუ­ა­ლე­დუ­რი პრო­დუქ­ცი­ის იმ­პორ­ტი კი, მარ­თა­ლია, შე­სუს­ტდა, თუმ­ცა მა­ინც მზარ­დია. შე­დე­გად, 9 თვე­ში სა­ქონ­ლით ვაჭ­რო­ბის დე­ფი­ცი­ტი მშპ-ის 28.7%-მდე შემ­ცირ­და, რაც ბოლო ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

ვაჭ­რო­ბის პი­რო­ბე­ბი – ექ­სპორ­ტი­სა და იმ­პორ­ტის ფა­სე­ბის თა­ნა­ფარ­დო­ბა – სექ­ტემ­ბერ­ში მცი­რე­დით გა­ი­ზარ­და, ოქ­რო­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ფა­სის ზრდის შე­დე­გად. თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მკი­თხველს შეს­თა­ვა­ზებს ანა­ლიზს ოქ­როს ფა­სის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი დი­ნა­მი­კის თა­ო­ბა­ზე, რაც, ლარი/დო­ლა­რი/ევ­როს ჩარ­ჩოს ფარ­გლებ­ში, სტრა­ტე­გი­უ­ლი ბიზ­ნეს-გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას პრაქ­ტი­კულ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­საც მო­ი­ცავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 2020 წლის შემ­დეგ ვაჭ­რო­ბის პი­რო­ბე­ბის მერ­ყე­ო­ბა შე­და­რე­ბით მო­მა­ტე­ბუ­ლია, გრძელ­ვა­დი­ა­ნი ტენ­დენ­ცია სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი გა­რე­მოს კუ­თხით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სტა­ბი­ლუ­რო­ბა მო­წყვლა­დო­ბის შემ­ცი­რე­ბის კუ­თხით ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია, რად­გან ვაჭ­რო­ბის პი­რო­ბე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა რე­ა­ლუ­რი შე­მო­სავ­ლის და­ნა­კარ­გებს იწ­ვევს, ხოლო სა­ვაჭ­რო ბა­ლან­სის არ­ხით გაც­ვლით კურსსა და ინფლა­ცი­ას გა­და­ე­ცე­მა. ამავდრო­უ­ლად, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვაჭ­რო­ბის პი­რო­ბე­ბის სტა­ბი­ლურ დო­ნე­ზე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში, აშშ დო­ლარ­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი სა­ვაჭ­რო ბა­ლან­სის მა­ინც გა­უ­ა­რე­სე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს, რად­გან იმ­პორ­ტის მო­ცუ­ლო­ბა ექ­სპორ­ტი­სას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აღე­მა­ტე­ბა. მე­ო­რე მხრივ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის წმინ­და იმ­პორ­ტი­ო­რია, ქვე­ყა­ნა ნავ­თო­ბის მწარ­მო­ებ­ლე­ბის­გან შე­და­რე­ბით მა­ღალ სა­ვა­ლუ­ტო შე­მო­დი­ნე­ბებ­საც იღებს, რაც ნავ­თო­ბის ფა­სის ზრდის მი­მართ მო­წყვლა­დო­ბას დიდ­წი­ლად აბა­ლან­სებს. ჯა­მუ­რად, ვაჭ­რო­ბის პი­რო­ბე­ბი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­გა­რეო ბა­ლან­სის კუ­თხით მხო­ლოდ ერთ-ერთი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია და სა­ვა­ლუ­ტო შე­მო­დი­ნე­ბებ­ზე მრა­ვა­ლი სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რი ახ­დენს გავ­ლე­ნას.

ერ­თობ­ლი­ვად, წმინ­და სა­ვა­ლუ­ტო შე­მო­დი­ნე­ბე­ბის ჩვე­ნი ყო­ველ­თვი­უ­რი სა­ზო­მი, რო­მე­ლიც სა­ქონ­ლით ვაჭ­რო­ბას, ტუ­რიზ­მი­დან შე­მო­სავ­ლებ­სა და ფუ­ლად გზავ­ნი­ლებს მო­ი­ცავს, სექ­ტემ­ბერ­ში, აგ­ვის­ტოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდის შემ­დგომ, მცი­რე­დით შე­ნელ­და, თუმ­ცა კვლავ ძლი­ე­რია. ამ­დე­ნად, თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლის შე­ფა­სე­ბით, რე­ინ­ვეს­ტი­ცი­ის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რი­შის მე­ო­რე კვარტლის პრო­ფი­ცი­ტი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­სა­მე კვარ­ტალ­შიც შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლის მკი­თხვე­ლის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ წმინ­და სა­ვა­ლუ­ტო შე­მო­დი­ნე­ბე­ბი 2025 წელს ლა­რის მხარ­დამ­ჭერ ერთ-ერთ ძი­რი­თად ფაქ­ტორს წარ­მო­ად­გენს. სხვა ფაქ­ტო­რე­ბის კუ­თხით, სექ­ტემ­ბერ­ში დე­პო­ზი­ტე­ბის ლა­რი­ზა­ცი­ა­ში კვლავ შე­რე­უ­ლი სუ­რა­თი ვლინ­დე­ბო­და. კერ­ძოდ, ლა­რი­ზა­ცია, რო­მე­ლიც წლის და­სა­წყი­სი­დან გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი იყო და ლა­რის მხარ­დამ­ჭერ ერთ-ერთ წამ­ყვან ფაქ­ტორს წარ­მო­ად­გენ­და, ივ­ლი­სის შემ­დეგ სტა­ბი­ლურ დო­ნე­ზე ნარ­ჩუნ­დე­ბო­და, გარ­კვე­უ­ლი მერ­ყე­ო­ბე­ბით. თუმ­ცა, უახ­ლე­სი მო­ნა­ცე­მე­ბით, ოქ­ტომ­ბრის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან ტენ­დენ­ცია კვლავ შე­იც­ვა­ლა და დე­პო­ზი­ტე­ბის ლა­რი­ზა­ცი­ის ტემ­პი შე­სამ­ჩნე­ვად გა­ი­ზარ­და.

ლა­რი­ზა­ცი­ის შე­ნე­ლე­ბას­თან ერ­თად, სექ­ტემ­ბერ­ში შემ­ცირ­და სებ-ის სა­ვა­ლუ­ტო ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბიც და 100 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა, ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მეტ­წი­ლად თვის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რის ხარ­ჯზე. ამავდრო­უ­ლად, თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლის შე­ფა­სე­ბით, ოქ­ტომ­ბრის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან ლა­რი­ზა­ცი­ის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის კვლავ აჩ­ქა­რე­ბა­შიც აი­სა­ხა და სებ-მა, და­ახ­ლო­ე­ბით, 150 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი შე­ის­ყი­და. შე­სა­ბა­მი­სად, მარ­ტი-ოქ­ტომ­ბრის პე­რი­ოდ­ში ჯა­მურ­მა შეს­ყიდ­ვებ­მა, და­ახ­ლო­ე­ბით, 1.8 მი­ლი­არდ აშშ დო­ლარს მი­აღ­წია. მთლი­ა­ნი სა­ვა­ლუ­ტო რე­ზერ­ვე­ბი სექ­ტემ­ბე­რის მდგო­მა­რე­ო­ბით 5.4 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რი იყო, რაც წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით 224 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რით მე­ტია.

ჯა­მუ­რად, თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი წო­ნას­წო­რო­ბის მო­დე­ლის თა­ნახ­მად, აშშ დო­ლა­რი/ლა­რის წო­ნას­წო­რუ­ლი ნიშ­ნუ­ლი, სექ­ტემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, 2.63-ს შე­ად­გენ­და, რაც ამ­ჟა­მად ლა­რის მცი­რე­დით ზედ­მეტ გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. მსგავ­სი დას­კვნის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა რე­ა­ლუ­რი ეფექ­ტუ­რი გაც­ვლი­თი კურ­სის გრძელ­ვა­დი­ა­ნი ტენ­დენ­ცი­ის შე­ფა­სე­ბაც. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბი­სა და სებ-ის მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლის უც­ვლე­ლი პროგ­ნო­ზით, ლარი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, არ­სე­ბუ­ლი დო­ნის ფარ­გლებ­ში შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

სხვა მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მხრივ, სექ­ტემ­ბერ­სა და ოქ­ტომ­ბერ­ში კვლავ გა­ი­ზარ­და წლი­უ­რი ინფლა­ცია და, შე­სა­ბა­მი­სად, 4.8%-სა და 5.2%-ს მი­აღ­წია. მიმ­დი­ნა­რე წელს ინფლა­ცი­ის დი­ნა­მი­კა პროგ­ნო­ზებ­თან მჭიდ­რო თან­ხვედ­რა­შია. ამას­თან, სე­ზო­ნუ­რად შეს­წო­რე­ბუ­ლი და გაწ­ლი­უ­რე­ბუ­ლი თვი­უ­რი ინფლა­ცია, უკვე მე­ო­თხე თვეა, მიზ­ნობ­რივ მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან ახ­ლო­საა. აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა და გა­სუ­ლი წლის სა­ბა­ზო ეფექ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თი­ბი­სი კა­პი­ტა­ლის პროგ­ნო­ზით, დარ­ჩე­ნილ ორ თვე­ში წლი­უ­რი ინფლა­ცია შე­ნელ­დე­ბა და წლის ბო­ლოს­თვის, და­ახ­ლო­ე­ბით, 4.5%-ს მი­აღ­წევს.

ინფლა­ცი­ა­ზე მოქ­მე­დი ფაქ­ტო­რე­ბი­დან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სექ­ტემ­ბერ­ში კი­დევ ერთხელ შემ­ცირ­და ინ­ტერ­ნე­ტის გა­და­სახ­დე­ლი (თვი­უ­რად 15.6%-ით). ამავდრო­უ­ლად, ოქ­ტომ­ბერ­ში, მარ­ტი-აპ­რი­ლის შემ­დეგ, კვლავ გაძ­ვირ­და პური, რა­მაც ჯა­მურ ინფლა­ცი­ა­ში კონ­ტრი­ბუ­ცია 0.8 პრო­ცენ­ტულ პუნ­ქტამ­დე გა­ზარ­და. 2025 წელს ინფლა­ცი­ის აჩ­ქა­რე­ბა ად­გი­ლობ­რივ და შე­რე­ულ პრო­დუქ­ტებ­ზე მზარ­დი ფა­სე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რა­შიც, თა­ვის მხრივ, საკ­ვე­ბის ფა­სე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა, რო­გორც შიდა (ნაკ­ლე­ბი მო­სა­ვა­ლი), ასე­ვე სა­გა­რეო (სურ­სა­თის ფა­სე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ზრდა) ფაქ­ტო­რე­ბის შე­დე­გად. აგ­რეთ­ვე, ყუ­რადსა­ღე­ბია, რომ იმ­პორ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის დეფ­ლა­ცია საწ­ვავ­ზე ფა­სე­ბის კლე­ბის შე­დე­გია, რის გა­რე­შეც იმ­პორ­ტუ­ლი ინფლა­ცია მცი­რე­დით, მაგ­რამ მა­ინც და­დე­ბი­თი იქ­ნე­ბო­და. რო­გორც ად­რეც აღი­ნიშ­ნა, მო­ცე­მუ­ლი წყა­რო­დან ინფლა­ცი­უ­რი ზე­წო­ლის და­მა­ტე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გაძ­ლი­ე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რაც სა­დღე­ი­სოდ სა­ბა­ზო სცე­ნა­რი არაა, ჩვე­ნი აზ­რით, ლა­რის გამ­ყა­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა მო­ი­მა­ტებს.

იხი­ლეთ პუბ­ლი­კა­ცი­ის სრუ­ლი ვერ­სია შემ­დეგ ბმულ­ზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007182-monthly-macro-update-georgia

Share via
Copy link